საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა დონალდ ტუსკთან და ფედერიკა მოგერინისთან
2016-09-22 ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხარს უჭერენ. ამის შესახებ მათ ნიუ-იორკში, დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილმა მათ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება, ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობის დინამიკურ განვითარებას მიესალმება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები დადებითად შეაფასეს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|