საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
სივრცითი მოწყობის პროექტი ქვეყანაში 5 მილიარდი აშშ დოლარამდე ინვესტირებას გულისხმობს
2016-09-16 საქართველოს სივრცითი მოწყობის პროექტი, რომელიც მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ქვეყანაში დამატებით, დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გულისხმობს, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს არის, როგორც სახელმწიფო, სუვერენული ფული, ასევე კერძო სექტორიდან მოზიდული თანხა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს სივრცითი მოწყობა, გულისხმობს საქართველოს ყველა რაიონსა თუ სოფელში ერთ დონეზე ინფრასტრუქტურულ უზრუნველყოფას, ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობას, რათა ყველა რეგიონს, რაიონსა თუ სოფელს ერთნაირად მიეწოდებოდეს ის მომსახურებები, რომელსაც სახელმწიფო მოსახლეობასა და კერძო სექტორს აწვდის. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|