საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტის შეფასება
2016-09-09 გუშინ დასრულდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტი საქართველოში, რაც თავად გენერალური მდივნის მიერ შეფასდა, როგორც საქართველოში მიმდინარე რეფორმების მტკიცე მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული ღონისძიებების ორგანიზებაში. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|