საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება
2016-09-07 სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება, - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კომპანიებისთვის გადაცემის საკითხს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. პრემიერის შეფასებით, მისასალმებელია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სულ უფრო მეტი ახალი საწარმო იხსნება. „ჩაის წარმოების აღორძინებისთვის მთავრობა ძალიან ბევრს აკეთებს და ვფიქრობთ, ძალიან კარგი იქნება, ხელი შეეწყოს ასევე გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობას, რათა მოხდეს დამატებით ღირებულების შექმნა საქართველოში და დასაქმდნენ ადამიანები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება ქალაქ ლანჩხუთში, რისთვისაც კომპანიას სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთი გადაეცემა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|