საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
2016-07-18
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა თურქ ხალხს დაღუპულთა გამო, რომელთაც თავი შესწირეს თურქეთში დემოკრატიის დაცვას. მან თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ძლიერი და დემოკრატიული თურქეთი მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობისთვის და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |