საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
სამეგრელოში მარულას ტრადიციის აღდგენა დაიწყო
2016-06-25 სამეგრელოში მარულას ტრადიციის აღდგენა დაიწყო - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენაკში საცხენოსნო შეჯიბრს, „მარულა 2016" დაესწრო. ღონისძიება, რომელიც სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ემსახურება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით. გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს და თითოეულ მონაწილეს ცხენოსნობის აღორძინების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გამოთქვა იმედი, რომ სენაკი გახდება ცხენოსნობის ერთ-ერთი ცენტრი საქართველოში. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|