საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი

2016-05-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოში სტუმრად მყოფი დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო. 
გალა კონცერტში ცნობილი ქართველი შემსრულებლები და ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური