საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან
2016-05-17 საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საერთაშორისო ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ამოს ჰოხშტეინმა თესალონიკში გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ისაუბრეს ენერგეტიკული უსაფრთხოების თემებზე. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო და ენერგეტიკული დერეფნის ფუნქციის გაძლიერებას. ამერიკულმა მხარემ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს, როგორც რეგიონის სავაჭრო, სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაში. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და სამომავლო პროექტები, რომელთა განხორციელებაც იგეგმება, როგორც საკუთარი ენერგორესურსების, ისე სამხრეთენერგეტიკული დერეფნის განვითარების კუთხით. მხარეებმა შეაფასეს ტრანს-ადრიატიკული მილსადენის პროექტის მნიშვნელობა. გამოითქვა იმედი, რომ პროექტი ხელს შეუწყობს მასში ჩართულ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და უზრუნველყოფს სტაბილურობას რეგიონში. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|