საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი განათლების რეფორმის პროცესში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას მიესალმება
2016-04-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განათლების რეფორმის პროცესში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას მიესალმება. ამ მიზანს ემსახურება პრემიერის დღევანდელი შეხვედრა „აუდიტორია 115"-ის წევრებთან და დიალოგი სტუდენტთა ჯგუფებთან, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. მთავრობა პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |