საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა საერთაშორისო საინვესტიცო კომპანიის წარმომადგენლებთან
2016-04-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო საინვესტიცო კომპანია Westwood International Advisors-ის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო დადებით საინვესტიციო გარემოს, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას და მიმდინარე რეფორმებს. Westwood International Advisors-ის წარმომადგენლების მხრიდან ხაზი გაესვა პროგრესს, რასაც ქვეყანამ მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიზნით, ღია და გამჭვირვალე საინვესტიციო გარემოსა და დადებითი ბიზნესკლიმატის ჩამოყალიბების კუთხით მიაღწია. საუბარი შეეხო საპენსიო რეფორმის საკითხებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|