საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
კოოპერატივებს გადაეცემათ მცირე საველე ლაბორატორიები
2016-03-25 საქართველოს მთავრობა რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს - პროექტის ფარგლებში მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემათ მცირე საველე ლაბორატორიები, რათა ადგილზე შეძლონ რძის ხარისხის დადგენა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა სოფლად წვრილი მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|