საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ბელგიელ ხალხს

2016-03-24

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ბელგიელ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. მისი განაცხადებით, ტერორიზმი გამოწვევაა ყველასთვის, რომელიც საერთო ძალისხმევით უნდა დაიძლიოს.

"ბატონებო და ქალბატონებო, ნება მიბოძეთ, მივუსამძიმრო მსხვერპლთა ოჯახებს, ბელგიელ ხალხს, ყველას. ჩვენი ფიქრები მსხვერპლთა ოჯახებთან არის. ტერორიზმი გამოწვევაა ყველასთვის და ჩვენ გვჭირდება ერთობლივი ძალისხმევა, რათა გავუმკლავდეთ ამ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეს",- აღნიშნა პრემიერმა დონორთა ყოველწლიური კონფერენციის დაწყების წინ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური