საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო

2016-03-19

სრულიად აღმაშფოთებელი სახე მიიღო ტერაქტების სერიამ, რომელიც უკანასკნელ ხანს თურქეთს დაატყდა თავს. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას. იმედს გამოვთქვამ, რომ თურქი ხალხი გამონახავს ძალას და გაუმკლავდება ამ განსაცდელს. დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთის მთავრობა ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად საერთო ძალისხმევით შეაჩერებს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ ამ უსასტიკეს დანაშაულს.

გიორგი კვირიკაშვილი