საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ბათუმში საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი „IUHB“ გაიხსნა
2016-03-16 103 პაციენტზე გათვლილ ჰოსპიტალში 400 ადამიანია დასაქმებული. სამედიცინო პერსონალი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტდა. გიორგი კვირიკაშვილმა, ჰოსპიტალში მუშაობისთვის, მადლობა გადაუხადა თურქეთის მოქალაქეს ექიმ კარდიოლოგ იმედა მიქელაძეს. ჰოსპიტალი „IUHB" უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, რაც მოსახლეობას ზუსტი დიაგნოსტიკის ჩატარების და მაღალი ხარისხის ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის საშუალებას მისცემს. სამომავლოდ, საავადმყოფოს კიდევ ერთი- ონკოლოგიური მიმართულებაც დაემატება. ჰოსპიტალის მშენებლობისთვის 25 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა. IUHB ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც პაციენტის უფლებების დამცველის ინსტიტუტი ამოქმედდა. საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გახსნაზე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, რამდენიმე დღის წინ, თურქეთში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|