საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი სოფელ წნისში
2016-03-05 შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, კომპანიამ „Georgian Business Zone“ საერთაშორისო სტანდარტების მქონე ფერმა გახსნა. სოფელ წნისში მდებარე მეცხოველეობის ფერმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. „Georgian Business Zone" წარმოადგენს აგროკომპანიას, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია 25 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა, 150 ჰექტარი საძოვარი, 5 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი, ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი სამაცივრე მეურნეობა, ISO სერთიფიცირებული HACCP -ის სტანდარტების მქონე რძის გადამამუშავებელი საწარმო, პირუტყვის საკვების მწარმოებელი საწარმო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|