საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

კურორტ ბახმაროს განვითარებაზე მუშაობა იწყება

2016-02-25

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მორიგი სიახლის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, იგეგმება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც კურორტ ბახმაროს განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავს მიზნად და განახორციელებს. პრემიერი მიიჩნევს, რომ ბახმაროს დიდი პოტენციალი გააჩნია, ხოლო ტურიზმი ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული დარგია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური