საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი სტივ ნიკანდროსს შეხვდა
2016-02-19 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენ"-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს და მთავარ აღმასრულებელ ოფიცერს, სტივ ნიკანდროსს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები კომპანიის საქართველოში მუშაობის პერსპექტივები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები იყო. შეხვედრაზე განიხილეს, რა შეიძლება გააკეთოს დამატებით საქართველოს მთავრობამ, კომპანიის სამომავლო საქმიანობის ხელშესაწყობად. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|