საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ელექტრიფიცირება განხორციელდება

2016-02-19

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ელექტრიფიცირება განხორციელდება.

სოფლების - მანანაურის, ცხუმალდის, ბავარისა და ხაჩეშის ელექტრიფიცირებისთვის, მთავრობის განკარგულებით, ენერგეტიკის სამინისტოს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 535 737 ლარი გამოეყო.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ელექტრიფიცირების დასრულების შემდეგ, ჯამურად ელექტრიფიცირებული იქნება 29 სოფელი, რომლებსაც ელექტროენერგია 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური