საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება

2016-02-19

თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები არის აბსოლუტურად მიუღებელი და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ გუნდში არსებული კითხვები სხვა ფორმატში უნდა განიხილებოდეს.
"მინდა მოვუწოდო ჩვენს თანაგუნდელებს, ასეთი საკითხები, თუ მათ აქვთ შეკითხვები, ალბათ, სხვა წესით და სხვა ფორმატში უნდა განიხილებოდეს. ჩვენი ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საუბარია არა მხოლოდ ჩვენს კოალიციაზე, არამედ მზად ვართ, კარი გავუღოთ ყველა ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად აიღებს ტვირთს, რომელიც არ არის მსუბუქი და იმ პრინციპებით და იმ ხედვით ემსახურება ქვეყანას, რომლითაც ჩვენ მივდივართ წინ. არათუ იმაზე ვიფიქროთ, რომ დავიშალოთ და სალაპარაკო მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ნამდვილად უხარიათ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური