საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდი

2016-02-18

საქართველოს  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში მწერალ ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„ასეთი მოაზროვნე საუკუნეში ერთი იბადება.  უდიდესი დანაკლისია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მისი ნააზრევი ძვირფასია. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისას, ჩვენ ბაჩანა ბრეგვაძის პრიზმაში ვხედავთ მოვლენებს, რადგან ჩვენზე ძალიან დიდი გავლენა იქონია მისმა ნააზრევმა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სიონის საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად.

ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. 


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური