საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერის კომენტარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ

2016-02-16

ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები უნდა იყოს გამოცდილება, პროფესიონალიზმი და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ ასეთი კანდიდატი იქნება შესარჩევი.
კითხვაზე, როგორ აფასებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატ კობა გვენეტაძეს, პრემიერმა კომენტარისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე განხილვებში ჩართული არ არის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური