საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრთან
2016-02-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს. გიორგი კვირიკაშვილი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს, მილო ჯუკანოვიჩს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-მონტენეგროს ურთიერთობების საკითხები განიხილეს და ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში და მისი როლი უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მილო ჯუკანოვიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|