საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
2016-02-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, ვალერიუ შტეფან ზგონეას შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუმინეთი იყო და რჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პარტნიორად ევროინტეგრაციის სფეროში და გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის ფარგლებში. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|