საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორთან
2016-02-02 ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბების ზრდასა და მათ მაქსიმალურ დაჩქარებაზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ დღეს გამართულ შეხვედრაზე. საუბარი ასევე შეეხო კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივებს და ახალი საპენსიო სისტემის დანერგვის გზებს. იეშიმ ელჰან-კაიალარის განმარტებით, აზიის განვითარების ბანკი გააძლიერებს საქართველოსადმი მხარდაჭერას, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მიზნით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|