საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან
2016-02-01 ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ვარშავის სამიტი, საჯარო სამსახურის სფერო და სტრატეგიული კომუნიკაციები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, უილიამ ლაჰიუს შეხვედრის მთავარი თემები. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს და საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. პრემიერმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უახლოესი მომავლის გეგმებიც გააცნო. შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კრისტინა ბალეიშიტე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|