საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

კომპანია Majid Al Futtaim-ი საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს

2016-01-22

 

კომპანია Majid Al Futtaim-ი საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს. შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. Majid Al Futtaim-ი საქართველოში სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობით დაინტერესდა. დეტალებს კომპანიის ხელმძღვანელობა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელობასთან საქართველოში სამუშაო შეხვედრაზე განიხილავს.

დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია VImpelcom-ის აღმასრულებელ დირექტორს იან ივეს შალიერს შეხვდა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.  

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური