საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან იოჰან შნაიდერ-ამანთან 

2016-01-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში ვიზიტის ფარგლებში მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს იოჰან შნაიდერ-ამანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივას, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და საინვესტიციო მიმართულებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შვეიცარია საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად განიხილავს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური