საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
სამუშაო სადილი „შეხვდი ევროკომისიას“
2016-01-21 ,,შეხვდი ევროკომისიას" ამ სახელწოდების სამუშაო სადილი გაიმართა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. სამუშაო სადილის მონაწილეებმა ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. დაისახა ევროკავშირი სამომავლო სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები. სადილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ. სამუშაო სადილს ევროკომისრებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, წამყვანი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|