საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო
2016-01-10 საქველმოქმედო კონცერტი მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, - ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" მიერ ორგანიზებულ საღამოს, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. ღონისძიება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, დედაქალაქის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ბავშვების სიცოცხლის გადარჩენაში მცირედი წვლილი მაინც შეიტანა და ასევე სპონსორ კომპანიებს, რომლებმაც ქველმოქმედებისთვის მნიშვნელოვანი თანხა გაიღეს. საქველმოქმედო კონცერტის მონაწილეებს, ერთი დღით ადრე, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
|