საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოში იწყება საჯარო მმართველობის რეფორმის სრულ მასშტაბიანი განხორციელება - იხილეთ ვრცლად
2015-06-01 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივითა და კოორდინაციით და სამინისტროების ჩართულობით, პირველად საქართველოში იწყება საჯარო მმართველობის რეფორმის სრულ მასშტაბიანი განხორციელება. უახლოეს მომავალში საჯარო განხილვების შემდგომ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია დაასრულებს მუშაობას ორ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე - „საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი" და „პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგია". სამუშაო დოკუმენტების გამოქვეყნების მიზანია, ფართო საზოგადოებას მიეცეს თანამონაწილეობის საშუალება და მათი მოსაზრებები აისახოს ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტებში.
|