საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ქვემო ქართლის ეკონომიკური პერსპექტივები და რეგიონში განხორციელებული პროექტები

2015-04-03

პროექტი „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონების სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას.

0
 2  3 4 61

 

საქართველოს მთავრობამ, 2013-2014 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ორი წლის განმავლობაში შესრულდა 1185 და ამ ეტაპზე 230 მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტი.

კერძოდ, დაიგო 353.51 კმ გზა; განხორციელდა 67 გზის მოხრეშვა-რეაბილიტაცია-მოასფალტება; რეაბილიტირდა 51 სარწყავი არხი; განხორციელდა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის 296 პროექტი; მოეწყო დასვენების 20 ობიექტი; 21 კულტურული და 31 სპორტული ობიექტი; 19 ხიდი; განხორციელდა გარე განათების 98 პროექტი;

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას დასაქმდა 200-დან 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები.
გარდა ამისა, მიმდინარეობს რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა; დიდი დმანისი-დმანისი-გომარეთი-ბედიანის გზის 17კმ-26კმ მონაკვეთის და თბილისის შემოსასვლელი გზის 
22კმ-34.3 კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია.

იგეგმება ავტობანის წითელ ხიდამდე მიყვანა, რაც გაზრდის ქვემო ქართლის როლს მეზობელ სახელმწიფოებთან ვაჭრობის კუთხით; ასევე, უახლოეს მომავალში განხორციელდება თეთრიწყარო-ალექსეევკის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
რეგიონში, ორი წლის განმავლობაში 28 ახალი საწარმო და 94 კოოპერატივი შეიქმნა; ხოლო გადაიარაღდა 91 საწარმო.

შეღავათიანი აგროკრედიტით ქვემო ქართლში გაცემულია 5 488 სესხი; მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით სარგებლობს 92 176 ფერმერი; მოიხნა 7 317ჰა. მიწა;
აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში გაცემულია 207 პოლისი; მიმდინარეობს სამელიორაციო სისტემების 10 ობიექტის რეაბილიტაცია; ზემო სამგორის სარწყავი სისტემის სრული რეაბილიტაცია.
გარდაბანში მიმდინარეობს სასათბურე მეურნეობის მასშტაბური პროექტი - უკვე აშენდა 44 ათასი კვ.მ სასათბურე მეურნეობა, სადაც დასაქმდა 108 ადამიანი, ხოლო ინვესტიციამ 10 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
2015 წელს აშენდება დამატებით 85 ათასი კვ.მ სასათბურე მეურნეობა, დასაქმდება 200-ზე მეტი ადამიანი, განხორციელდება დამატებით 20 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია.
მარნეულში დასრულდა წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია; მიმდინარებს ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება 18-24 საათიანი წყალმომარაგებით.
ადგილობრივებს 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს წალკის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია; ხოლო, თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის მიწოდების 4-6 საათიანი გრაფიკი, 12-14 საათიანი გრაფიკით შეიცვლება.

ასევე, მარნეულში განხორციელდა მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები; შემოღობვის სამუშაოები ჩატარდა ქვემო ქართლში არსებულ 5 ნაგავსაყრელზე; დაიწყო ბოლნისის ნაგავსაყრელის მოწყობა; იწყება დედოფლისწყაროსა და ნინოწმინდის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა;
ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა რუსთავში, მდინარე მტკვარზე, სამუშაოები გრძელდება სხვა მონაკვეთებზე;
რაც შეეხება დევნილთა მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს, საცხოვრებელი ფართი გადაეცა 263 და დაუკანონდა 538 დევნილ ოჯახს; „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში შეძენილია 47 სახლი დევნილი ოჯახებისთვის; სოციალური პაკეტით ისარგებლა 10 108 ოჯახმა.

მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ჯანდაცვის მიმართულებით. რეგიონს გადაეცა 25 ახალი სასწრაფო სამედიცინო მანქანა; გაიხსნა 6 ახალი ამბულატორია; სახელმწიფომ გამოისყიდა წალკისა და თეთრიწყაროს სამედიცინო ცენტრები; სოციალურ დახმარებას იღებს 27 454 ადამიანი - 9 172 ოჯახი.
რაც შეეხება განათლების სფეროს, რეგიონში რეაბილიტირდა 119 საჯარო სკოლა და ერთი პროფესიული სასწავლებელი; ქვემო ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეებს დაურიგდათ უფასო წიგნები; 5 420 პირველკლასელს გადაეცა ბუქები; 77 სკოლის 1271 მოსწავლეს ემსახურება უფასო სასკოლო ტრანსპორტი; თეთრიწყაროში, სოფელ სამღერეთში აშენდა 144 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა; გარდაბანში, სოფელ ვაზიანში დასრულდა 2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია; გაზიფიცირდა 11 საბავშვო ბაგა-ბაღი; რეაბილიტირდა 53 ბაღი; აშენდა ერთი და უახლოეს მომავალში გაიხსნება ორი ბაღი.
2015 წელს აშენდება ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა; დაგეგმილია 40 სკოლის რეაბილიტაცია, მარნეულის პირველი სკოლის ახალი შენობის პროექტირება და სამედიცინო კაბინეტის მოწყობა 14 სკოლაში.
ქვემო ქართლის რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ენერგეტიკის სფეროში.

გარდაბანსა და თეთრიწყაროში აშენდა ახალი ელექტროგადამცემი ხაზები; წელიწადში ორჯერ ყველა ქვესადგურს უტარდება რეაბილიტაცია; მოხდა 1 უშუქო სოფლის ელექტრიფიცირება; 2013-2014 წლებში ელეტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა 106 სოფლის 16 000-ზე მეტ აბონენტს. გაზიფიცირდა 15 000 ოჯახი; გარდაბანში დაიწყო 230 მგვტ. სიმძლავრის თბოსადგურის მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარია.
გარდა ამისა, იგეგმება ბუნებრივი აირის სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოება; „დებედა ჰესის" და „თრიალეთი ჰესის" მშენებლობა.
რაც შეეხება რეგიონში თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებს, აღსანიშნავია, რომ მარნეულის საავიაციო ბრიგადაში აშენდა ლაზარეთი, შტაბის შენობა და 1 ყაზარმა; გარემონტდა სასადილო; გაკეთდა ახალი წყალ-კანალიზაციის გაყვანილობები; გაუმჯობესდა ცხელი წლითა და გათბობით უზრუნველყოფა; გაიხსნა საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის 1 სასაზღვრო სექტორი და საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის 2 სასაზღვრო სექტორი; რუსთავში განთავსდა 112-ს საინფორმაციო ბანერები; გარემონტდა მომსახურების სააგენტოს შენობა და ცალკე გამოიყო „ცხელი ხაზის" სამსახური.

გარდა ამისა, სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელშეწყობით, გარემონტდა და მოეწყო პრობაციის ბიუროს წალკის ოფისი; დასაქმდა 17 პრობაციონერი; ჩატარდა სარემონტო სამუშაოები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოთხ დაწესებულებაში.
რეგიონში მოქმედებს იუსტიციის სამინისტროს 3 საზოგადოებრივი ცენტრი; 2015 წელს დაგეგმილია ახალი საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მარტყოფში და მიმდინარეობს არქივის შენობის მშენებლობა რუსთავში.
სოფელ ასურეთში მიმდინარეობს პროექტი „ელიზაბეთტალი"; ხელი შეეწყობა მევენახეობას, მემარცვლეობას, მეკარტოფილეობას, მესაქონლეობას, რძის პროდუქციისა და ლუდის წარმოებას; შეიქმნა კოჯორ-ასურეთის ზონის ეკოლოგიური და რეკრეაციული შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი; თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში ეკოტურისტების მოსაზიდად დაფუძნდა ეკობანაკი.
რეგიონშ არაერთ პროექტს ახორციელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 სპორტულ სტადიონს; რუსთავში მიმდინარეობს ბავშვთა ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ 6 სავარჯიშო მოედანს, ადმინისტრაციულ შენობას, კორტების მოედანს და საცურაო კომპლექსს მოიცავს; დმანისსა და თეთრიწყაროში დამონტაჟდა ქუჩის გამაჯანსაღებელი მოწყობილობები; 2015 წელს სავარჯიშოები მოეწყობა რუსთავში მარნეულსა და გარდაბანში;
შექმნილია ელექტრონული კურსი, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანელებს ქართული ენის შესწავლა უფასოდ შეუძლიათ www.teach.ge;

გარდა ამისა, იგეგმება ბოლნისის სოფელ ხატისსოფელში ჭიდაობის დარბაზის მშენებლობა; ბოლნისის ცენტრალური სტადიონის და მინი სტადიონების რეაბილიტაცია; წალკაში სამი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენება; დმანისში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის რეაბილიტაცია და საფარის შეცვლა; მარნეულში მასშტაბური სპორტული კომპლექსის მშენებლობა; მინი კომბინირებული სტადიონების მშენებლობა და რემონტი.
რაც შეეხება კულტურის სფეროს, განხორციელდა ბეთანიის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი; ბოლნისში, ელიას მთაზე აშენდა წმინდა პეტრე-პავლეს ტაძარი, მიმდინარეობს ტაძრამდე მისასვლელი გზის მშენებლობა და გარე განათების მოწყობა; ბოლნისის სიონამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა; შეკეთდა ბერთა კელიები ღვთაების მონასტერში; რეაბილიტირდა მარნეულის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, სოფელ თამარისის და სოფელ ნორიოს კულტურის სახლები და რუსთავის სამხატვრო სკოლა; გადაიხურა რუსთავის თეატრი; კლასიკური მუსიკალური ინსტრუმენტებით აღიჭურვა რუსთავის 2 სამუსიკო სკოლა და სამუსიკო სასწავლებელი; საესტრადო მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცათ რუსთავისა და მარნეულის კულტურის ცენტრებს; მარნეულის კულტურის სახლი აღიჭურვა კინოჩვენებისთვის საჭირო აპარატურით; სამხატვრო ინვენტარი გადაეცა ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს სამხატვრო სკოლებს; კოდას დევნილთა კომპაქტური დასახლების სახელოვნებო სკოლის დევნილი ბავშვები უფასოდ ეუფლებიან ხელოვნების დარგებს.

გარდა ამისა, იგეგმება ბოლნისის ცენტრალური კინოთეატრის რეაბილიტაცია.
ქვემო ქართლში ფუნქციონირებს 24 საოჯახო და 2 სასტუმრო; ბოლნისში გაიხსნა გერმანული ინვესტიციით აშენებული სასტუმრო-რესტორანი; წალკაში მოეწყო ბავშვთა გასართობი პარკები.
გარემოს დაცვის მიმართულებით, ტყის აღდგენის მიზნით შეიწამლა 1250 ჰა ტყის მასივი; მოეწყო 2,9 კმ ახალი, ხოლო რეაბილიტირებულ იქნა 5,2 კმ არსებული სატყეო-სამეურნეო გზა; ქვემო ქართლის რეგიონში მუშაობს ორი მყარი ნარჩენების გადამამუშავებული საწარმო; პრემიერ-მინისტრის ინიციატივა „მწვანე მომავალის" ფარგლებში ჯამში 40 269 ნერგი დაირგო; გაიხსნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფისი რუსთავში; თეთრიწყაროში დამონტაჟდა ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური.
ასევე, შექმნილია ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სამოქმედო გეგმა 2015-2017 წლებისთვის.