საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
2015 წლის 25 აგვისტოს მთავრობის სხდომა
2015-08-25 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 40 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი მთავრობის სხდომამ დაამტკიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტები. ცვლილებები შედის უმაღლესი განათლების, ზოგადო განათლების და მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ კანონებში. არსებულს ემატება : მასწავლებლების მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა, ორმაგი აკადემიური ხარისხით. გაფართოვდა კვლევითი ლაბორატორიის შექმნის შესაძლებლობა. ცვლილელების მიზანია სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერება; მთავრობის მხარი დაუჭირა C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი იზრდება.
|