საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
2015 წლის 11 ივნისის მთავრობის სხდომა
2015-06-11 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 24 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი მინისტრთა კაბინეტმა ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის პირველადი ვარიანტზე ისმჯელა. პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე სერიოზულ მიმართულებას: ნაცვლად 5-სა ეკონომიკური ზრდა იქნება 2 პროცენტი, ინფლაცია კი 3%, სახაზინო ვალდებულებების ემისია შემცირდება 100 მლნ ლარით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს „დადიანების ბაღი და სასახლეთა კომპლექსი" მიენიჭება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა კანონპროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ. ცვილებების მიხედვით, კომპანიას უნდა ჰქონდეს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა და ოფისი საქართველოში.
|