საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე
2015-02-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 6-9 თებერვალს იმყოფებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას და სიტყვით გამოვიდა სესიაზე - „უკრაინის მიღმა - გადაუჭრელი კონფლიქტები ევროპაში". კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. ასევე, გაიმართა შეხვედრა NDI-ის თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მდივან იან ჯიეჩთან და ავღანეთის პრეზიდენტთან. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|