საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ–მინისტრმა რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე აანთო
2015-12-19 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოჯახთან ერთად რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე აანთო. ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას დამდეგი შობა და ახალი წელი მიულოცა. "მინდა ყველას მოგილოცოთ გუშინდელი დღე, ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დაიწყო მართლაც გარდამტეხი ეტაპი. გუშინ ჩვენი სახელმწიფო ევროპის კავშირმა აღიარა, როგორც თანამედროვე, ძლიერი, ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც იმსახურებენ უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის და ჩვენი სახელმწიფოსი. ამიტომ, მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ გუშინდელი დღე" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|