მილოცვა ყაზახეთის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს
2015-12-15
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს და პრემიერ-მინისტრს კარიმ მასიმოვს ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ყაზახეთის უმაღლესი პირებისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში ირაკლი ღარიბაშვილი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს. „მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა ეროვნულ დღესასწაულთან - ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქართველ და ყაზახ ხალხს,"-ნათქვამია პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ წერილში. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში ირაკლი ღარიბაშვილი იმ დიდ რესურსზე საუბრობს, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებობს და მიიჩნევს, რომ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ ეტაპზე გადავა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |