საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან
2015-12-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და საგანგებო მრჩეველს ფილიპ დუსტე-ბლაზის შეხვდა. შეხვედრა თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" საქმიანობა განიხილეს. საუბარი შეეხო ინოვაციური დაფინანსების გლობალურ ჯგუფში ფონდის მოღვაწეობას, რაც პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საშუალებას აძლევს საქართველოს უფრო აქტიური როლი შეასრულოს საერთაშორისო დონეზე წამყვან პარტნიორებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საქმეში. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|