საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საჭიროა გავერთიანდეთ კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად

2015-11-30

დღეს ჩვენ დავდექით იმ კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც საჭიროა ისევე გავერთიანდეთ კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად, როგორც ტერორიზმისა და ბოროტების წინააღმდეგ, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია (COP21), რომელსაც პარიზი მასპინძლობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ამ მიმართულებით ყველა საჭირო ღონისძიებას თუ რეფორმას ახორციელებს.
„სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის იმ საკითხების მნიშვნელობა, რომელზეც დღეს მსოფლიო ლიდერებთან ერთად ვიმსჯელეთ - ეს არის გლობალური დათბობა და კლიმატური პირობები. ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ასეთ საკითხებს არ აქცევდნენ ყურადღებას. დღეს ასევე მქონდა საშუალება, შევხვედროდი და გავსაუბრებოდი მსოფლიო ლიდერებს. მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა ასეთი დონის კონფერენციებში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური