საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი ჰაბსბურგების სასახლეში
2015-11-14 სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქალაქ პოვაჟსკა ბისტრიცაში მდებარე ისტორიული სასახლე დაათვალიერა. საუკუნეების მანძილზე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სამეფო გვარის, ჰაბსბურგების საკუთრებაში არსებული სასახლე დღეს ქართველი ბიზნესმენის, ნოდარ გიორგაძის კერძო საკუთრებაშია. ბიზნესმენი სამომავლოდ აქ ქართული სახლის გახსნას გეგმავს.
|