საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
სტუმრად ბრატისლავას ციხე-კოშკში
2015-11-13 სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მოგვიანებით პეტერ პელეგრინმა ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავას ციხე-კოშკი დაათვალიერებინა და ღირშესანიშნავი ნაგებობის ისტორია პირადად მოუყვა. სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დუნაის სანაპიროდან ბრატისლავას ხედები დაათვალიერეს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|