საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ელჩს საქართველოში ნასარ ჰაბაშნეს შეხვდა

2015-11-11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ელჩს საქართველოში ნასარ ჰაბაშნეს შეხვდა.
შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მხარეებმა განიხილეს საქართველო-იორდანიას შორის არსებული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გარღმავების პერსპექტივები დასახეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკის, ტურიზმის სფეროებში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური