საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
თადეოზ გურამიშვილის მარნის გახსნა
2015-11-08
საგურამოში ახალმა ტურისტულმა ობიექტმა დაიწყო ფუნქციონირება - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თადეოზ გურამიშვილის რესტავრირებულ-აღდგენილი მარანი გახსნა. პროექტი მცხეთის რაიონში, საგურამოში კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობამ" განახორციელა. ტურისტებს საშუალება ექნებათ იხილონ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლი - თადეოზ გურამიშვილის მარანი, ასევე გაეცნონ ქართულ კულტურას და დააგემოვნონ ქართული ღვინო. პროექტი ასევე მოიცავს მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის გადამამუშავებელ საცავს, სადეგუსტაციო დარბაზს და სხვა ინფრასტრუქტურას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|