საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
,,თბილისობა'' ტალინში
2015-11-02
ტალინში ,,თბილისობა 2015" გაიმართა. დღესასწაულში მონაწილეობა საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ და ორივე ქვეყნის მთავრობის წევრებმა მიიღეს. ფოტოგამოფენა და ქართული კულტურის ნიმუშები ტალინის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყო გამოფენილი. ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. საქართველო-ესტონეთის მეგობრობის სადღეგრძელო ქართული და ესტონური ღვინით შეისვა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|