საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრის მილოცვა თურქეთს

2015-11-02

თურქეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გულით ვულოცავ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას", ვულოცავ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, ვულოცავ თურქ ხალხს.
მჯერა, რომ ჩვენმა მეგობარმა თურქეთმა ამ არჩევნებით გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი ქვეყნების კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას და გააძლიერებს მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში.

საქართველის პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი