საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ–მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

2015-10-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს თურქმენეთის ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენ ხალხს მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს. „სიხარულით აღვნიშნავ ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულ ახლო ურთიერთობებს და გამოვთქვამ იმედს, რომ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შევძლებთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გადაყვანას თვისობრივად ახალ ეტაპზე,"-ნათქვამია მილოცვის წერილში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური