საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

შეხვედრა კომპანია Jindal Steel and Power–თან

2015-10-20

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Jindal Steel and Power-ის დირექტორს მანიშ ხარბანდას შეხვდა. საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს.

ენერგიის და ფოლადის მწარმოებელი ინდური კომპანია Jindal Steel and Power მოღვაწეობს აფრიკაში, ავსტრალიაში, ინდონეზიასა და ახლო აღმოსავლეთში. 2014 წლის მდგომარეობით, კომპანიის შემოსავალმა მიაღწია 3.2 მილიარდ დოლარს, დასაქმებული ჰყავს 15 ათასამდე ადამიანი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური