საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი თურქ ხალხს

2015-10-13

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, თურქეთის მთავრობას და მთელ თურქ ხალხს მიუსამძიმრა.

„სასტიკად ვგმობთ მომხდარ საზარელ ქმედებას, რადგან ტერორიზმს არ შეიძლება მოეძებნოს გამართლება. ვიზიარებთ თქვენს დიდ მწუხარებას. გთხოვთ, კიდევ ერთხელ მიიღოთ ჩვენი ღრმა სამძიმარი და თანადგომა,"- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური