საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

2015-10-02

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.

აღინიშნა ქართველებს - აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოსა და გაერო­ს, როგორც უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური