საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან
2015-09-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია - ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა აჰმეთ დავუთოღლუსთან დღეს ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
|