საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრის კომენტარი მსოფლიო ბანკის ანგარიშზე
2015-09-28 მსოფლიო ბანკის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ჩვენი მთავრობის მუშაობის ეფექტიანობა, კორუფციის დონე, გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლების კუთხით არსებული გარემო შეფასდა უმაღლესად, ეს არის 18 წლის რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც ჩვენს ქვეყანას არასდროს ჰქონია,-ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის 2014 წლის ანგარიშს. "ეს არის პასუხი ყველა იმ სკეპტიკოსზე, ყველა იმ ოპონენტზე, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებდნენ 3 წლის განმავლობაში. ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი, რომელიც ობიექტურად შეფასდა. ეს არის ჩვენი მთავრობის დამსახურება, რომელმაც ამ მეტად მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. მე ვულოცავ ჩვენს მთავრობას და ჩვენს ქვეყანას, რადგან ეს არის მკაფიო მესიჯი მთელი მსოფლიოსთვის, თუ როგორ ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ,"-აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
|